"ნერაძურის" ხელმძღვანელობა აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა და ბრაზილიელი ფეხბურთელის საანცვლოდ 30 მილიონი ევროს გადახდაზე თანახმაა. "სამეფო კლუბი" ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვან პასუხს არ ამბობს, თუმცა მიანიშნებს, რომ კაკას 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს. ამას გარდა, კლუბში ბევრი მიიჩნევს, რომ კაკას შეუძლია საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ თავის დროზე "რეალმა" ფეხბურთელში 67 მილიონი ევრო გადაიხადა.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით