"მსურს ვითამაშო, მუდმივად თამაშზე ვფიქრობ. საფეხბურთო მოედანზე გამოსვლა ძალიან მინდა. ბოლო ორი თვის მანძილზე ტულუზაში ვიყავი, ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი. მთელი ყურადღება იმაზე მაქვს გადატანილი, რომ გამოვკეთდე და გუნდში ახალ პარტნიორებს შევუერთდე.
"მილანში" 12 ივლისს უნდა ჩავიდე, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. იმედი მაქვს, მალე სრულიად მზად ვიქნები", - განაცხადა მექსესმა.
შეგახსენებთ, რომ მცველმა მუხლის იოგები მიმდინარე წლის აპრილში დაიშავა.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით