გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ინტერის" ხელმძღვანელობამ 19 წლის ფეხბურთელში 14 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა უკვე გამოთქვა, თუმცა ფეხბურთელის გადაბირების უფრო კარგი შანსი "მილანს" აქვს.
"სან პაულუს" ძირითად გუნდში კასემირუს დებიუტი შარშან 25 ივლისს, "სანტოსის" წინააღმდეგ შედგა და მას შემდეგ ფეხბურთელმა 39 მატჩში ითამაშა და 6 გოლი გაიტანა.
სამშობლოში კასემირუს თამაშის სტილით "იუვენტუსის" ნახევარმცველს ფილიპე მელუს ადარებენ.
მომზადებულია -La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით