მონტოლივოს სამკლაური ჩამოართვეს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სეზონიდან "ფიორენტინას" ახალი კაპიტანი ეყოლება.

2008 წლიდან მოყოლებული "ვიოლას" რიკარდო მონტოლივო მოუძღვება მოუდანზე, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო ამ საპატიო მისიას ალესანდრო გამბერინი იტვირთავს. გარკვეულ მიზეზებში კი ის იგულისხმება, რომ მონტოლივომ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა, რაც იმის მომასწავებელია, რომ მომავალ ზაფხულს "ფიორენტინას' თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

გახსოვთ ალბათ, ზუსტად ანალოგიური საქციელის გამო, "ლაციოს" პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომ გუნდიდან სამი ფეხბურთელი მოკვეთა და დუბლშემადგენლობაში გადაისროლა.

"ვიოლას" მესვეურები ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმისგან თავს შეიკავებენ, მაგრამ
სადამსჯელო ზომები მაინც მიიღეს და 26 წლის ნახევარმცველს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს. რიკარდო ამ ამბავს გაგებით მოეკიდა:

"ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე იმად არ მითქვამს უარი, რომ აუცილებლად სხვაგან ვაპირებ წასვლას - დიდია შანსი, მომდევნო ზაფხულს "ფიორენტინაში" დარჩენის გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ თუ სხვაგან წასვლა დავაპირე, მირჩევნია ეს მშვიდად და ჩემ გემოზე გავაკეთო. "ვიოლასთვის" იმდენი კი მაქვს გაკეთებული, რომ ამას კლუბის მესვეურები გაგებით მოეკიდონ. ჩემის მხრივ, გაგებით ვეკიდები კაპიტნის სამკლაურის გამბერინისთვის გადაცემას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული