ჩილელის ტრანსფერი ტურინულ კლუბს 12 მილიონი ევრო უჯდება.
შეგახსენებთ, რომ თავიდან "ლევერკუზენი" ვიდალის გაყიდვიდან 15 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებდა. ნახევარმცველით დაინტერესებას სხვებთან ერთად მიუნხენის "ბაიერნიც" იჩენდა.
გასულ სეზონში ვიდალი მოედანზე ბუნდესლიგის 33 მატჩში გამოვიდა და 10 გოლი გაიტანა.
მომზადებულია Sky Sport Italia-ის მიხედვით