ვიდალი "იუვენტუსში" 12 მილიონ ევროდ გადავა

AutoSharing Option
დღეს ტურინის "იუვენტუსისა" და ლევერკუზენის "ბაიერის" ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ნახევარმცველ არტურო ვიდალის იტალიურ კლუბში გადასვლის საკითხები შეათანხმეს.

ჩილელის ტრანსფერი ტურინულ კლუბს 12 მილიონი ევრო უჯდება.

შეგახსენებთ, რომ თავიდან "ლევერკუზენი" ვიდალის გაყიდვიდან 15 მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებდა. ნახევარმცველით დაინტერესებას სხვებთან ერთად მიუნხენის "ბაიერნიც" იჩენდა.

გასულ სეზონში ვიდალი მოედანზე ბუნდესლიგის 33 მატჩში გამოვიდა და 10 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Sky Sport Italia-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული