კონტემ შეგირდები გაახარა

AutoSharing Option
სერია ა-ს გუნდებს შორის, “იუვენტუსმა” ერთ-ერთმა ბოლომ დაიწყო მზადება ახალი სეზონისთვის, რაც ანტონიო კონტეს პირადი სურვილით გახლდათ განპირობებული.

ახალგაზრდა სპეციალისტის აზრით, მომქანცველი სეზონის შემდეგ, ფეხბურთელებს კარგად დასვენება სჭირდებათ, რათა მომდევნო წლის ბატალიებს ჩვეული ენთუზიაზმით შეხვდნენ. მწვრთნელის ასეთმა გადაწყვეტილებამ ყველაზე მეტად ფეხბურთელები გაახარა, რაც ალესანდრო დელ პიეროს სიტყვებით დასტურდება:

“კონტემ შვებულება გაგვიხანგრძლივა, რამაც ყველანი გაგვახარა. ფეხბურთის თამაში უკვე მენატრება კიდეც, მაგრამ მეორე მხრივ, ვაცნობიერებ, რომ მომდევნო სეზონის მაღალ დინეზე ჩასატარებლად კარგად დასვენება აუცილებელია. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ერთი სული მაქვს, როდის
დაიწყება ახალი სეზონი. ბევრი რამე გვაქვს დასამტკიცებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ახალ მწვრთნელთან ერთად, ყველაფერს შევძლებთ”.

დასვენება ნაკლებად სჭირდება ალესანდრო მატრის, რადგან პრაქტიკულად ნახევარი სეზონის გამოტოვება მოუხდა. თუმცა, ისიც დაეთანხმა კონტეს გადაწყვეტიულკებას და შემდეგი დაამატა:

“ანტონიოს ძალიან საინტერესო მოსაზრებები აქვს, რომელსაც სწორად გაგება და შემდეგ, საქმეში გადატანა სჭირდება. ვცდილობთ, რომ სწორედ ეს გავაკეთოთ და რამდენად კარგად გამოგვდის, ეს თავად მწვრთნელმა უნდა თქვას. ნებისმიერ შემთხვევაში, ცდას არ ვაკლებთ და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ.

რაც მთავარია, ტრავმა ბოლომდე მოვუშუშე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ, არავითარი შიში არ მაქვს, რომ შეიძლება ისევ დავშავდე და შესაბამისად, წვრთნებზე ბოლომდე ვიხარჯები. ვნახოთ, წინ ძალიან საინტერესო სეზონი გველის”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული