ჯანპიერო გასპერინი: მეორე ტაიმში დაცვაში უარესად ვითამაშეთ

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი იტალიის სუპერთასის შეხვედრაში "მილანთან" (1:2) დამარცხების მიუხედავად თავისი გუნდის თამაშით მაინც კმაყოფილი დარჩა.

"მეორე ტაიმში დაცვაში პირველზე უფრო ცუდად ვითამაშეთ. საწყენია, რომ ვიგებდით და საბოლოო ჯამში დავმარცხდით. რომ გვცოდნოდა, მეორე ტაიმის დასაწყისში შეხვედრის ტემპი როგორ გვეკონტროლებინა... ნებისმიერ შემთხვევაში შესანიშნავი გამოცდილება მივიღეთ, მოხარული ვართ იმ მხარდაჭერის გამო, რომელიც ჩინეთში ჩამოსულმა ჩვენმა გულშემატკივრებმა გაგვიწიეს. საერთო ჯამში კარგი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, მაგრამ მოგება ვერ შევძელით", -განაცხადა გასპერინიმ.

გასპერინიმ იმ ინფორმაციის შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმადაც სნეიდერი კარიერას
ინგლისში გააგრძელებს. "ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, მოდით მომავალ კვირას დაველოდოთ", აღნიშნა "ნერაძურის" თავკაცმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული