დღეს რუსული კლუბის ხელმძღვანელები მილანში ჩასვლას და იტალიელებთან მოლაპარაკების დაწყებას აპირებენ. ფეხბურთელის ტრანსფერის ფასი 30 მილიონ ევროს წარმოადგენს, ხოლო კამერუნელის ხელფასი ახალ კლუბში გადასვლის შემთხვევაში წელიწადში 20 მილიონი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ "ანჟის" ადრეც უნდოდა ეტო'ოს შეძენა, თუმცა თავდამსხმელმა მახაჩყალელებს უარი უთხრა.
მომზადებულია Gazzetta dello Sport-ის მიხედვით