მასიმო მორატი: ტევესით, ფორლანით და ლავესით მართლაც დაინტერესებულნი ვართ

AutoSharing Option
"ინტერის" გენერალურმა დირექტორმა მასიმო მორატიმ იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებითაც მილანური კლუბია დაინტერესებული.

"სახელები, რომლებზეც პრესაში წერენ, სინამდვილეს შეესაბამება. ტევესით, ფორლანით და ლავესით მართლაც დაინტერესებულნი ვართ.

ტევესთან მოლაპარაკების მიღწევა მართლაც რთული იქნება, მაგრამ დანარჩენი ორი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება რეალური ჩანს. ვნახოთ, როგორ წარიმართება ყველაფერი", - თქვა მორატიმ.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული