დი ნატალე მიზნად კვლავ სერია А-ს ბომბარდირობას ისახავს

AutoSharing Option
"უდინეზეს" 34 წლის თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე აპირებს იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ მესამედ გახდეს.

თუ ასე მოხდა, ფეხბურთელი იტალიის პირველობის რეკორდს დაამყარებს. დი ნატალეს გარდა, იტალიის ელიტური დივიზიონის ყველაზე უხვგოლიანი ფეხბურთელები ორი სეზონის განმავლობაში "იუვენტუსის" მიშელ პლატინი და "მილანის" გუნარ ნორდალი იყვნენ.

"კარგ ფორმაში ვიმყოფები. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ვაპირებ კვლავ სერია А-ს საუკეთესო ბომბარდირი გავხდე. "უდინეზეს" ხელმძღვანელობასა და მის გულშემატკივრებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ამიტომ გადავწყვიტე კარიერა ამ კლუბში დავასრულო", - განაცხადა დი ნატალემ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული