მილიტო ტიფოზებს ამშვიდებს

AutoSharing Option
მართალია, სამუელ ეტოოს “ანჟიში” გადაბარგების ამბავი ჯერ არ გაფორმებუილა, მაგრამ ამ საქმეს წინ პრაქტიკულად აღარაფერი უდგას. კამერუნელი ფორვარდის ღირსეული შემცვლერლის მოძებნა იოლი არ იქნება, ამიტომ, არ არის გამორიცხული ჯანპიერო გასპოერინის არსებული რესურსით მოუწიოს ფონს გასვლა.

ანუ, არის შანსი, მომდევნო სეზონში “ნერაძურის” თავდასხმის ხაზი ჯანპაოლო პაცინისა და დიეგო მილიტოს ტანმდემმა შეადგინოს.

გულშემატკივრებს მოვლენათა ასეთი განვითარება მაინც და მაინც არ ხიბლავთ და სოციალურ ქსელში ერთი ამბვავი აქვთ ატეხილი - მილიტო კი ტიფოზებს ამშვიდებს და გოლებს ჰპირდება:

“გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი ნამდვილად არ აქვთ,
რადგან თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. მართალია, ბევრმა ჩამომწერა, მაგრამ პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში. 2009/2010 წლების სეზონი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში და ვგრძნობ, რომ შემიძლია ანალოგიური გავიმეორო. საერთოდ, დაპირებები არ მიყვარს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც მაქვს საფუძველი ოპტიმისტური განცხადება გავაკეთო”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული