ჩევანტონი ოჯახში დაბრუნებაზე ოცნებობს

AutoSharing Option
"სევილიას" ურუგვაელი თავდამსხმელი ერნესტო ხავიერ ჩევანტონი "ლეჩეში" დაბრუნებაზე ოცნებობს.
მოგეხსენებათ, ამ სამხრეთიტალიურმა კლუბმა გასულ სეზონში იტალიის სერია B-ს გათამაშება მოიგო და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნდა, ხოლო თავად ჩევანტონს სახელი სწორედ "ლეჩეში" გატარებულმა სამმა საუცხოო სეზონმა გაუთქვა – 48 გოლი 92 მატჩში.
"ამის ალბათობა არსებობს, ჩემს ყოფილ კლუბთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. "ლეჩე" ჩემი ოჯახია და თუ მას დავუბრუნდი, ერთ დიდ ოცნებასაც ავისრულებ", - თქვა ჩევანტონმა, ვინც ხშირი ტრავმების გამო ბოლო 4 სეზონში მხოლოდ 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბოლო ნახევარი სეზონი ურუგვაელმა
იჯარით სხვა იტალიურ კლუბში, ბერგამოს "ატალანტაში" გაატარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული