მოგეხსენებათ, ამ სამხრეთიტალიურმა კლუბმა გასულ სეზონში იტალიის სერია B-ს გათამაშება მოიგო და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ელიტაში დაბრუნდა, ხოლო თავად ჩევანტონს სახელი სწორედ "ლეჩეში" გატარებულმა სამმა საუცხოო სეზონმა გაუთქვა – 48 გოლი 92 მატჩში.
"ამის ალბათობა არსებობს, ჩემს ყოფილ კლუბთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. "ლეჩე" ჩემი ოჯახია და თუ მას დავუბრუნდი, ერთ დიდ ოცნებასაც ავისრულებ", - თქვა ჩევანტონმა, ვინც ხშირი ტრავმების გამო ბოლო 4 სეზონში მხოლოდ 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ბოლო ნახევარი სეზონი ურუგვაელმა