ალეგრი: ეტო'ოს წასვლა "ინტერის" საჩემპიონო შანსებს ვერ დააკნინებს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილანო ალეგრიმ განაცხადა, რომ "ინტერი" კვლავაც დარჩება კონკურენტუნარიანად და სკუდეტოს მოპოვების ერთერთ მთავარ პრედენდენტად, მიუხედავად იმისა, წავა თუ არა მისი რიგებიდან სამუელ ეტო"ო.

43 წლის სპეციალისტის აზრით, ასეთი ძლიერი ფორვარდის დაკარგვა უკვალოდ არ ჩაივლის, თუმცა ალეგრის სჯერა, რომ "ნერაძურის" ხელმძღვანელობა კამერუნელის დონის სხვა ფეხბურთელის შეძენაზე იზრუნებს.

"ეტო"ო – უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ის ქარიზმატული მოთამაშეა, რომელსაც საკუთარ თავზე ინიციატივის აღება მძიმე წუთებში შეუძლია.

ეჭვგარეშეა, მისი წასვლით "ინტერი" დაზარალდება და ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მის ადგილს სხვა მაღალი
კლასის ფეხბურთელი დაიკავებს. გუნდში ალბათ დარჩება ვესლი სნეიდერიც და ეჭვები იმაზე, რომ ამ გუნდს იტალიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა გაუჭირდება, უსაფუძვლოა", - განაცხადა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული