"ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ტოტენჰემთან" მხოლოდ იმის გამო დავმარცხდით, რომ იმ დროისთვის ჩვენი ლაზარეთი გადაჭედილი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ უძლიერესი შემადგენლობით "რეალთანაც" არ წავაგებთ. რეალურად, ჩვენზე ძლიერი მხოლოდ "ბარსელონაა".
გუნდის თავიდან აწყობა არ მჭირდება - მხოლოდ მისი გაძლიერება მევალება. "მილანი" სრულყოფილი გუნდი არაა, თუკი ასეთი ცნება საერთოდ არსებობს. მაგალითად, როდესაც "ბარსელონა" ბურთს კარგავს, მაშინვე მის დაბრუნებას ცდილობს. ამით მისგან მაგალითი უნდა ავიღოთ", - განაცხადა ალეგრიმ.
მომზადებულია La Stampa-ს