ბურდისო რომაული სახლის ერთგულია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ახალმა თავკაცმა რაფა ბენიტესმა გუნდის არგენტინელ მცველ ნიკოლას ბურდისოს სამდღიანი შვებულება უბოძა. ნიკომ ამ მოკლევადიანი არდადეგების ოჯახთან ერთად, თავის რომაულ სახლში გატარება გადაწყვიტა.

რომის კაზალპალოკოს უბანში მდებარე დიდ სახლში ბურდისოს ცოლ-შვილი და მამა ცხოვრობდნენ, ახლა კი მათ ნიკოლასის უმცროსი ძმა გილიერმოც დაემატა. 22 წლის გილიერმო ძმასავით საფეხბურთო მცველია და სულ ახლახან არგენტინული "როსარიოდან" "რომაში" გადავიდა და სერია A-ში დებიუტისთვის ემზადება. ცნობისთვის - ბურდისო უმცროსს წლის დასაწყისში დებიუტი არგენტინის ნაკრებშიც ჰქონდა.

რაც შეეხება ნიკოს, მიუხედავად "ინტერის" წევრობისა,
არგენტინელი სულაც არ აპირებს რომაული სახლის გაყიდვას და აცხადებს, რომ მისი შვილები სკოლასაც არ შეიცვლიან. არადა მათ ცნობილ მამას მილანში სულ ცოტა კიდევ ერთი წლით დარჩენა მოუწევს: გასული სეზონი ბურდისომ "რომაში" იჯარის წესით გაატარა, ხოლო "ნერაძურისთან" მისი კონტრაქტი 2011 წლის ზაფხულში იწურება,
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული