ლაციო ლედესმას იტოვებს

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო ხმები კრისტიან ლედესმას გაყიდვის თაობაზე. შეხსენებისთვის: გასული სეზონის მეორე ნახევარში 27 წლის არგენტინელი შუახაზელი გუნდიდან გარიცხეს, რისი მიზეზიც მისი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული კონფლიქტი იყო. ლედესმას ხელშეკრულება ჯერაც არ გაუგრძელებია, არადა არგენტინელზე "ლაციოს" უფლებებს ვადა მომავალ ივნისში გასდის. მიუხედავად ლედესმასადმი "ინტერის", "იუვენტუსისა" და "ფიორენტინას" ინტერესისა, რომაული კლუბი ამ ფეხბურთელის გაშვებას მაინც არ აპირებს.

"ძალიან მეეჭვება, რომ ლედესმამ "ლაციო" დატოვოს. მისი შენარჩუნება გვაქვს გადაწყვეტილი. ეს ფეხბურთელი ჩვენს სათამაშო სტილს იდეალურად ერგება და მისი გასხვისების მიზეზებს ვერ ვხედავ,
განსაკუთრებით თუ მისი შეძენა ჩვენს პირდაპირ კონკურენტებს სურთ – მაგალითად, "ფიორენტინას", - აღნიშნა "ლაციოს" ალბანელმა სპორტულმა დირექტორმა იგლი ტარემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული