და აი, როგორც იქნა, ფრანგი უკანახაზელი გამოჯანმრთელდა და მზადაა მოედანზე სერია A-ს უახლოეს ტურშივე გავიდეს. შეგახსენებთ, რომ მომდევნო უქმეებზე "როსონერი" "პალერმოს" უმასპინძლებს. 29 წლის ფრანგმა მცველმა "გაძეტა დელო სპორტს" მცირე კომენტარი მისცა:
"ბედნიერი ვარ, რომ გამოვჯანმრთელდი და უკვე უახლოეს შეხვედრაში შევძლებ მოედანზე გასვლას. როგორც ვიცი, ალესანდრო ნესტაა ტრავმირებული და სიცილიელებთან მისი შეცვლა მომიწევს.
ნესტას ადგილზე თამაში
სეზონი არასტაბილურად დავიწყეთ, მაგრამ არ უნდა გავტყდეთ და მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიდერებთან ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მიზნის მიღწევას საგრძნობლად გაგვირთულებს. მიზანი? - ნუთუ არ იცით, რომ "როსონერი" ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის"?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"