ურუგვაის ნაკრების და "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა პარაგვაისთან (1:1) მატჩში ტრავმა მიიღო. ფორვარდს კუნთი დაუზიანდა, გამოსაჯანმრთელებლად კი დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.
ასე რომ, ურუგვაელი "კატანიასა" და "კიევოსთან" სერია А-ს მატჩებს გამოტოვებს.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით