გულიტი: "მილანი" ნელა უტევს

AutoSharing Option
"მილანმა" სეზონი მძიმედ დაიწყო, რაზეც სერია A-ს განვლილ ხუთ ტურში მოგროვებული ამდენივე ქულა მეტყველებს. შედეგად, მასიმილიანო ალეგრის გუნდი მხოლოდ და მხოლოდ მე-15 ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ისეთ გუნდებს ემეზობლება, როგორებიც "სიენა" და "ატალანტა" არიან.

თუმცა, რომ არა დაკლებული ექვსი ქულა, ბერგამოული გუნდი დღეს გაცილებით მაღლა იქნებოდა. მოკლედ, "მილანს" გარკვეული პრობლემები აქვს და ამის შესახებ "გაძეტა დელო სპორტთან" გუნდის ყოფილმა ვარსკვლავმა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ცოცხალმა ლეგენდამ რუუდ გულიტმა ისაუბრა:

"ალეგრის ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ არა იმდენად, რომ ვთქვათ "ბარსელონას" ტოლსწორად
ეპაექროს. მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდების შეხვედრა ფრედ დასრულდა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინისნოს, რომ იმ თამაშში მილანელებს გაუმართლათ.

რა აკლია "როსონერის'? - რა და სისწრაფე, ბურთი უფრო სწრაფად უნდა გადადიოდეს დაცვიდან შეტევაში, რაც იერიშებს გაცილებით უფრო მწვავეს გახდის. ამასთან, ვერაფრით გავიგე რატომ გაუშვეს ლომბარდიელებმა ანდრეა პირლო, მასზე უკეთეს ნახევარმცველს ვერც კი ვიხსენებ. ჩემი აზრით, "მილანის" წარმატების საიდუმლო პირლოს პასებსა და იბრაჰიმოვიჩის გოლებში იყო, რაც დღეს უკვე წარმოუდგენელია. ვნახოთ, რას მოიფიქრებს ალეგრი, პირადად მე პრობლემებს ნათლად ვხედავ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული