"ეს ნორმალურია, როდესაც "იუვენტუსთან" დაკავშირებით ხალხი ტრანსფერებზე საუბრობს, მაგრამ ტევესთან მოლაპარაკებები არ დაგვიწყია. გვყავს გუნდი, რომელიც ჩვენ მოთხოვნებს პასუხობს და ვინც გუნდს სჭირდება, კვირიდან კვირამდე დავაკვირდებით.
ჩვენ ერთადერთი არ ვართ, ვინც ტევესი შეამჩნია. ის დიდი მოთამაშეა, ჩვენ კი დიდი კლუბი ვართ, ამიტომ ნორმალურია, როდესაც მას ჩვენთან აკავშირებენ, მაგრამ მოლაპარაკებების დაწყება სულ სხვა საქმეა", - განაცხადა მაროტამ.
ამ დროისთვის ტევესის მიმართ ინტერესი მხოლოდ ბრაზილიურმა "კორინთიანსმა" დაადასტურა.
მომზადებულია The Independent-ის