ჯილარდინოს აგენტი: ზაფხულში ალბერტო "ნაპოლიში" უნდა გადასულიყო

AutoSharing Option
"ფიორენტინას" 29 წლის ფორვარდის ალბერტო ჯილარდინოს აგენტმა ჯუზეპე ბოცომ მოჰყვა, რომ მისი კლიენტი "ნაპოლიში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

"ალბერტო "ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოს იყო. კლუბებმა დეტალები უკვე შეათანხმეს. თუმცა მოთამაშემ სათადარიგოთა სკამზე ჯდომისგან თავის დაზღვევა გადაწყვიტა და კონტრაქტში იმ პუნქტის შეტანა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც ძირითადში ადგილი გარანტირებული ექნებოდა. "ნაპოლიმ" კი მსგავსი გარანტიები არ მისცა", - განაცხადა აგენტმა.

მიმდინარე სეზონში ჯილარდინომ სამი თამაში ითამაშა და ორი გოლი გაიტანა, 19 სექტემბერს კი "უდინეზესთან" მატჩში კოჭი იტკინა და ჯერჯერობით
არ გამოჯანმრთელებულა.

მომზადებულია Radio Kiss Kiss-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული