შეგახსენებთ, რომ სება "ბიანკონერის" აღზრდილია და მის სატრანსფერო უფლებებს "პარმასთან" ერთად, სანახევროდ სწორედ ტურინული გრანდი ფლობს. მაროტას კომენტარს "პარმას" პრეზიდენტი ტომაზო გირარდი გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:
"ძალიან მიხარია, რომ ჯოვინკო პროგრესირებს და მის მიმართ ინტერესი მატულობს. შესაბამისად, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ მისი დაბრუნებით "იუვენტუსია" დაინტერესებული. ჯოვინკოს სატრანსფერო უფლებების ნახევარს ჩვენ ვფლობთ, ნახევარს კი "იუვე", ამიტომ, ჯოვინკოს ბედი სწორედ ჩვენ უნდა
ჩემი ინფორმაციით, სება ემილიაში თავს ბრწყინვალედ გრძნობს და ტურინში დაბრუნების არავითარი სურვილი არ აქვს. ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ჩვენი ინიციატივით ჯოვინკო "პარმას' არასდროს დატოვებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"