ჰანდანოვიჩს გრანდში სურს

AutoSharing Option
"უდინეზეს" სლოვენიელ კიპერ სამირ ჰანდანოვიჩს ტოპ-კლუბში გადასვლის სურვილი აქვს და ამის შესახებ პრესასთან საუბარში ღიად განაცხადა.

სანამ სიტყვას 27 წლის მეკარეს გადავცემდეთ, აღვნიშნოთ, რომ სამირი შესანიშნავად მოერგო იტალიურ ფეხბურთს და უდინური გუნდის ძირითად შემადგენლობაში მყარად მოიკიდა ფეხი. მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია და ამაზე მისი კომენტარი მეტყველებს:

"ასაკში შევდივარ და ბუნებრივია, გამიჩნდა იმის სურვილი, რომ კარიერა გაცილებით უფრო ამბიციურ გუნდში, ევროპული ფეხბურთის გრანდში გავაგრძელო. მიზნად სწორედ ეს მაქვს დასახული და იმედია, მივაღწევ კიდეც. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ გარემოს
გამოცვლა წაადგება ჩემს კარიერას - გრანდში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას, ისევ "უდინეზეში" თამაში მირჩევნია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული