ცნობილმა ჩეხმა სპეციალისტმა ზდენეკ ზემანმა სერია A-ში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა და მეტწილად "იუვენტუსის" საჩემპიონო შანსებზე გაამახვილა ყურადღება. ცნობილი ამბავია, რომ ზემანს არასდროს უყვარდა "იუვენტუსი" და დიდი წვლილი აქვს შეტანილი "კალჩოპოლის' ცნობილ პროცესებში, რომელმაც ყველაზე მეტად სწორედ ტურინული გრანდი დააზარალა. აი რა თქვა ამჯერად ზემანმა:
"ჩემი პირადი აზრით, სერია A-ს მიმდინარე სეზონი განსაკუთრებულად საინტერესო იქნება, რადგან მაღალი ადგილებისთვის უპრეცედენტოდ ბევრი გუნდი აცხადებს პრეტენზიას. შესაბამისად, კონკურენცია უმძაფრესი იქნება და შეხვედრები დაძაბულად ჩაივლის.
ძალიან ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტი
"იუვენტუსია", თუმცა მე ასეთ თამამად პროგნოზს მაინც არ გავაკეთებდი. ანტონიო კონტეს ხელში "იუვე" გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სერია A-ში კიდევ არაერთი ძლიერი გუნდი თამაშობს, მათ შორის "მილანი" და "ინტერი". ვფიქრობ, რომ "იუვეს" ფავორიტობაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"