"პარმას" პრეზიდენტი: "იუვენტუსს" ჯოვინკოსთვის ბრძოლა მოუწევს

AutoSharing Option
"პარმას" პრეზიდენტმა პიეტრო ლეონარდიმ "იუვენტუსის" გენერალური დირექტორის ჯუზეპე მაროტას სიტყვებზე ისაუბრა. მაროტამ განაცხადა, რომ ზაფხულში "ბებერი ქალბატონი" კლუბის აღზრდილის, შემტევი ნახევარმცველის სებასტიან ჯოვინკოს დაბრუნებას გეგმავს.

გასულ ზაფხულს "პარმამ" ჯოვინკოზე უფლებების 50% გამოისყიდა.

"მაროტამ თქვა, რომ "იუვენტუსს" ჯოვინკოს დაბრუნება სურს? ჩემგან ამ ამბავზე რეაგირება საჭირო არაა, მაროტას საკუთარი მტკიცებულებები ექნება. თუმცა ჩვენ ჯოვინკოს "იუვენტუსთან" ერთად ვფლობთ და ახლა ის "პარმას" მოთამაშეა. "იუვენტუსს" მისთვის ბრძოლა მოუწევს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ამ საკითხის განხილვისთვის საუკეთესო დრო არაა", - განაცხადა ლეონარდიმ.

მიმდინარე სეზონში ჯოვინკოს
ანგარიშზე ოთხ შეხვედრაში ხუთი გოლია გატანილი.

მომზადებულია Radio Kiss Kiss-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული