მოჯი: ტევესის შეძენა "იუვენტუსისთვის" თავის ატკივება იქნება

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი მიიჩნევს, რომ კლუბს არგენტინელი ფორვარდის კარლოს ტევესის ყიდვა არ უღირს. თუმცა მოჯის აზრით, გუნდს გაძლიერება ჯერ კიდევ სჭირდება.

"იანვარში ისეთი დებოშიორის შეძენა, როგორიც ტევესია, "იუვენტუსისთვის", რომელიც აღმასვლის სტადიაშია, თავის ატკივება იქნება. ამავე დროს, გუნდის ხარისხი ჯერჯერობით სასურველისგან შორსაა, თუ "იუვენტუსს" "ინტერთან", "მილანთან" და "ნაპოლისთან" სკუდეტოსთვის ბრძოლა სურს", - დაწერა მოჯიმ თავის სვეტში.

ადრე "იუვენტუსის" წარმოამდგენლებმა ტევესის მიმართ ინტერესი უარყვეს.

მომზადებულია Tuttomercatoweb-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული