იტალიური კლუბი ფრანგ ფეხბურთელს ალესანდრო ნესტას შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც სავარაუდოდ სეზონის დასრულებისას კარიერას დაამთავრებს.
შეგახსენებთ, რომ აბიდალის ხელშეკრულება "ბარსელონასთან" 2012 წლის ზაფხულამდე გრძელდება და ახალ კლუბში გადასვლა ფრანგს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.
საფრანგეთის ნაკრების მცველით ასევე დაინტერესებულია პსჟ.
მომზადებულია L'Equipe-ს მიხედვით