ლუის ენრიკე: ჯერ კიდევ ორი თვის წინ გავიგე, რომ რომაული დერბი განსაკუთრებული მატჩია

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ლაციოსთან" რომაული დერბის წინ კომენტარი გააკეთა.

"ჯერ კიდევ ორი თვის წინ მივხვდი, რომ ეს განსაკუთრებული მატჩია. დერბი - კლუბის გულშემატკივრებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და შემიძლია ვთქვა, გუნდი ამ მატჩს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.

რა თქმა უნდა, ეს განსხვავებული თამაშია, მაგრამ ჩემთვის მთავარი წარმატების ნებისმიერ თამაშში მიღწევაა, მიუხედავად იმისა, დერბი იქნება ის თუ რიგითი შეხვედრა.

არ ვფიქრობ იმაზე, რომ დერბის წაგების შემთხევაში თანამდებობიდან დამითხოვენ. არაერთხელ მითქვამს, რომ ხელმძღვანელობა სრულ ნდობას მიცხადებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში რამის
შეცვლა გამორიცხულია.

მწვრთნელის საქმე სწორედ ისაა, რომ მთლიანად აწმყოზე მოახდინოს კონცენტრაცია", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული