ალეგრი: "მილანი" აღმასვლას იწყებს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "პალერმოსთან" 3:0 მოგებულ თამაშზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ "როსონერი" ქულების მოპოვებას ურყევად დაიწყებს.

"გუნდებმა კარგი თამაში აჩვენეს, თუმცა შესაძლოა პირველ წუთებში არასაკმარისად თავდაჯერებულად ვთამაშობდით. ნათელია, რომ წინ გასვლა ზლატან იბრაჰიმოვიჩის, რობინიოს და ანტონიო კასანოს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შევძელით. ასევე მოედნის ცენტრში მაღალ ტემპში თამაში გამოგვივიდა.

იმის მიუხედავად თუ როგორ გამოდიან სხვა გუნდები, ჩვენ გამარჯვების გზაზე დავბრუნდით და დამაჯერებელ ფორმაში ვიმყოფებით. აუცილებელია ის ქულები მოვიპოვოთ, რომელიც პირველ ხუთ ტურში
დავკარგეთ. დღეს უპირველეს ყოვლისა, მნიშნელოვანი სამი ქულაა და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ აღმასვლას დავიწყებთ.

ბოლო ორი დღის მანძილზე აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე ვაკეთებდით. "იუვენტუსთან" მატჩში ბურთის კონტროლი არ გამოგვდიოდა და დაღლა ადრე ვიგრძენით. იმედია, სწორი დასკვნები გავაკეთეთ. "პალერმოსთან" თამაშში ორგანიზებულ გუნდთან მოგვიხდა დაპირისპირება, ამიტომ ეს იოლი გამარჯვება არ ყოფილა", - განაცხადა ალეგრიმ.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული