მაცარი: ეს "ნაპოლის" საღამო არ იყო

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "პარმასთან" მარცხზე (1:2) კომენტარი გააკეთა და მეტოქის თამაშის ჩაკეტილ სტილზე დაიჩივლა.

"პარმა" დაცვიდან თამაშობდა, ხანდახან კონტრშეტევაზე გადადიოდა და ჩვენს შეცდომას ელოდა. მეტოქის მეკარემ ორჯერ კარი აშკარა გოლისგან იხსნა, ედინსონ კავანიმ კი ბურთს ისე დაარტყა, რომ ის ვერტიკალურად გაფრინდა. ეს ჩვენი საღამო არ იყო. უფრო ყურადღებით უნდა გვეთამაშა.

შეტევაში უფრო მწვავედ უნდა გვეთამაშა. როდესაც მოწინააღმდეგე თავს ექვსი ფეხბურთელით იცავს, სერჯიო ფლოკარი კი ნამდვილი მცველივით ირჯება, საგოლე მომენტების შექმნა ძალიან რთულია.

ვფიქრობ ლავეციზე პენალტი იყო, მაგრამ მსაჯმა
არ დანიშნა. მსაჯის შეცდომებმა შესაძლოა შეხვედრის მიმდინარეობა შეცვალოს, მაგრამ საერთო ჯამში ისინი შედეგზე გავლენას ვერ ახდენენ. ამავე დროს, არბიტრს უხეშობა უნდა აღეკვეთა და იმ გუნდისთვის, რომელიც ფეხბურთის თამაშს ცდილობს, საქმე გაეადვილებინა", - განაცხადა მაცარიმ.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული