დიახ, არა თუ ქულები დაკარგეს, სულაც დამარცხდნენ და გაიუარესეს სატურნირო მდგომარეობა. განსაკუთრებით ეს "ნერაძურიზე" ითქმის, რომელმაც ვერც კლაუდიო რანიერის ხელში დასძლია კრიზისი და ცხრილის ფსკერზე განისვენებს.
ჯერ "მილანის" გამარჯვებაზე ვთქვათ, შემდეგ კი "ინტერის" და "ნაპოლის" მარცხებს მივუბრუნდეთ.
"მილანმა" შანსი არ დაუტოვა მეტოქეს და მეტად მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ალეგრიმ ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე განაცხადა, რომ
პირველი გოლი ყოფილი პალერმოელის ანტონიო ნოჩერინოს ანგარიშზეა, რომელმაც რამდენიმესვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა, 1:0. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ნოჩერინომ გატანილი გოლი არ იზეიმა, რითაც ყოფილ კლუბს მიაგო პატივი. მეორე გოლი რობინიოს ანგარიშზეა, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეჰყარა პირისპირ კიპერს და მანაც უზადო დარტყმით გაახვია ბურთი მეტოქის კარის ბადეში, 2:0.
რაც შეეხება მესამე გოლს, თავი ანტონიო კასანომ გამოიჩინა, რომელსაც საგოლე პასი ინაციო აბატემ მიაწოდა, 3:0. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მომენტები მილანელებს კიდევ უხვად ჰქონდათ, თუმცა ანგარიშიდან გამომდინარე თავს მოდუნების უფლება მისცეს და ბოლო ათწუთეულში, დამაგვირგვინებელ ფაზაში იშვიათი უზუსტობა გამოავლინეს.
მატჩის ბოლოს, მასიმილიანო ალეგრი უაღრესად კმაყოფილი გახლდათ და პრესასთან შემდეგი განაცხადა: "დიდი მადლობა ბიჭებს რომ თავი არ დაზოგეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. "პალერმო" ის გუნდია, რომელმაც "ინტერი" ბრწყინვალე სტილში დაამარცხა და შესაბამისად, მათი ასეთი ანგარიშით დამარცხება მიღწევად უნდა ჩავთვალოთ.
რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო იოლია თამაში, როდესაც ჩემს განკარგულებაში თითქმის ყველა თავდამსხელია, იმედია, მალე ალეშანდრე პატოც დაგვიბრუნდება და სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ ასპარეზობას. რას ვიტყოდი ინტერის მარცხზე? - სხვა გუნდების თამაშები ჩემი გასარჩევი არ არის, მით უმეტეს, ჯერ ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და უშუალო კონკურენტად ვერავის მოვიაზრებ".
დიახ, "ინტერმა" წააგო და მორიგი სამი ქულა გაანიავა. ამჯერად, კლაუდიო რანიერის შეგირდები სიცილიაში შერცხვნენ და ადგილობრივ "კატანიას" ვერაფერი დააკლეს. არადა, პირველი ტაიმი "ინტერის" გამოდგა, ესტებან კამბიასომ სტარტზევე დააწინაურა სტუმართა გუნდი და ტაიმმაც მილანელთა სრული ინიციატივით ჩაიარა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარი გამოდგა კუნძულელების, მალევე მიართვეს მილანელებს ორი გოლი და თამაშის სადავეები ხელიდან აღარც გაუშვიათ. "კატანიაზე" რა გითხრათ და "ინტერის" საქმე შავად არის, გუნდს ძალიან უჭირს შეტევაში და ამ ეტაპზე არც გამოსავალი ჩანს - მეტიც, უკანასკნელი ინფორმაციით, დიეგო ფორლანს ტრავმა გაუმიზეზდა და მინიმუმ ორი თვე მოუწევს დასვენება.
შაბათსვე, ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფავორიტმა "ნაპოლიმ" იწვნია მარცხი და თანაც, საკუთარ მოედანზე, გადაჭედილი ტრიბუნების წინ. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებს შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის პაექრობა უწევთ მიუნხენის "ბაიერნთან", ვალტერ მაძარიმ "პარმას" ძირითადი შემადგენლობა დაუპირისპირა, თუმცა საქმეს ვერც ამან უშველა. ედინსონ კავანი, მარეკ ჰამშიკი და ესეკილ ლავეცი უჩვეულოდ ინერტულნი გახლდნენ და მართალია აქა-იქ მომენტებს კი ქმნიდნენ, მაგრამ მთლიანობაში ძალიან სუსტი შეხვედრა ჩაატარეს.
ნეაპოლელებმა ერთადერთი გოლი მაშინ გაიტანეს, როდესაც მაძარის მოედანზე ხუთი ნომინალური თავდამსხმელი ჰყავდა, სტუმრებმა კი ჯუზეპე მასკარას კინკილა შედეგიან დარტყმას, ორი გოლით უპასუხეს და ნეაპოლიდან უმნიშველოვანესი სამი ქულა წაიღეს.
მატჩის შემდეგ, მაძარიმ თავი იმართლა, "ბაიერთან" თამაში არაფერ შუაშია, უბრალოდ არ გაგვიმართლა და უქულოდ იმიტომ დავრჩითო: "არ გეგონოთ, რომ ჩვენი ფიქრები ჩემპიონთა ლიგის პაექრობას დასტრიალებდა, "პარმას" დასამარცხებლად ძალღონე არ დავიშურეთ, მაგრამ იღბალმა ზურგი გვაქცია. ფეხბურთში ხშირად ხდება, რომ 90 წუთის განმავლობაში უტევ, გოლები კი შენს კარში გადის. ასეთ დროს, ძნელია შეგირდები დაადანაშაულო, ამიტომ, ბედს უნდა შევურიგდეთ და მომდევნო პაექრობაზე ვიფიქროთ. დიახ, უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ "ბაიერნთან" შეხვედრაზე და დავპირდეთ გულშემატკივრებს, რომ გერმანელების წინააღმდეგ საუკეთესო "ნაპოლის" იხილავენ".
ის, რაც კვირას დღის შეხვედრებში მოხდა, სიტყვებით რთული გადმოსაცემია - ექვს შეხვედრაში, მხოლოდ ორი გოლი გავიდა, ხუთი თამაში კი ნულოვანი ფრეთი დასრულდა. შესაბამისად, სათქმელი ბევრი არაფერია და პირდაპირ ტურის ცენტრალურ პაექრობაზე, რომაულ დერბიზე გადავიდეთ. თუმცა, ერთი კი უნდა აღვნიშნოთ: კახა კალაძემ წითელი ბარათი მიიღო, ბოლო ათი წუთი "ჯენოა" კაცნაკლული დატოვა და შესაბამისად, ვერც მომდევნო პაექრობაში მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება რომაულ დერბის, შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოვიდა - შეხვედრის სტარტი ნომინალურმა სტუმრებმა უფრო აქტიურად ჩაატარეს და გახსნეს კიდეც ანგარიში. თავი პაბლო ოსვალდომ გამოიჩინა, რომელსაც გასულ კვირას დებიუტი ჰქონდა იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. "ლაციალეთა" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებულ გოლს არ შეუშინდნენ, აქტიურად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და მთელი შეხვედრა აშკარა უპირატესობით წარმართეს, რაზეც სტატისტიკური მონაცემებიც ნათლად მეტყველებს.
ანგარიში მეორე ტაიმის სტარტზე გათანაბრა, როდესაც "ბიანკოჩელესტემ" თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა, ეს მისია კი საკუთარ თავზე ერნანესმა აიღო და არც უნანია, 1:1. მატჩის კულმინაცია კი უკანასკნელ წუთზე მოხდა, როდესაც ნომინალურმა მასპინძლებმა მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, მეტოქის საჯარიმოში მიროსლავ კლოზე მონახეს და მანაც უზუსტესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა, 2:1.
აქვე ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ პირველი ტაიმის სტარტზე მატჩის არბიტრმა "რომაელი" სიმონ კიაერი გააძევა მოედნიდან, რამაც რა თქმა უნდა დიდი როლი ითამაშა შეხვედრის საბოლოო შედეგზე.
იმას, თუ რა ხდებოდა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ "სტადიო ოლიმპიკოზე", სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია - მთელი "ლაციო" ჭკუიდან შეიშალა, თვით ასაკში შესული და ყოველთვის გაწონასწორებული ედუარდო რეია გამოვიდა მდგომარეობიდან, შეშლილივით დარბოდა სარბენ ბილიკებზე და სათითაოდ ყველას ეხუტებოდა - ბოლოს, ერთ-ერთ გულშემატკივარს კლუბის სიმბოლო, ცოცხალი არწივი გამოსტაცა ხელიდან და მასთან ერთად თითქმის ნახევარი სტადიონი შემოირბინა. აი, ასეთი ემოციები დუღდა "ოლიმპიკოზე", რაც ნამდვილად არ გვიკვირს, რადგან დერბი, დერბია და თანაც რომაული...
იტალია. სერია A. VII ტური
კატანია-ინტერი 2:1
კატანია (4-4-2): ანდუხარი - სპოლი, ბელუში, ლეგროტალიე, ისკო - ალმირონი, ლოდი, რიკიუტი (69. დელვეკიო), მარკეზე - ბერგესიო (66. მაქსი ლოპესი), გომესი (81. კატელანი).
ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი (62. კორდობა), ნაგატომო - ძანეტი, კამბიასო, მუნტარი - სტანკოვიჩი - პაცინი, მილიტო (60. სარატე).
გოლები: 0:1 კამბიასო (6), 1:1 ალმირონი (47), 2:1 ლოდი (51-პენ.).
გაფრთხილება: სპოლი, ბელუში, დელვეკიო - კასტელაცი, სარატე.
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 8-4; კარში დარტყმა: 10(4)-5(2); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 20 000
მილანი-პალერმო 3:0
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა (34. ბონერა), ანტონინი - ნოჩერინო, ვან ბომელი, აკვილანი - რობინიო (66. ემანუელსონი) - კასანო (78. ელ შაარავი), იბრაჰიმოვიჩი.
პალერმო (4-4-2): ცორვასი - პიზანო, სილვესტრი, მილიაჩო, მანტოვანი - ბერტოლო (75. ასკუა), ბარეტო, დელა როკა, ილიჩიჩი - ერნანდესი (66. პინილია), მიკოლი (46. ალვარესი).
გოლები: 1:0 ნოჩერინო (40), 2:0 რობინიო (55), 3:0 კასანო (64).
გაფრთხილება: ნესტა, რობინიო - ბარეტო.
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 15(10)-5(0); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 57 000
ნაპოლი-პარმა 1:2
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა (66. მასკარა) - დოსენა (74. ცუნიგა), ინლერი (85. ლუკარელი), გარგანო, მაჯო - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.
პარმა (4-4-1-1): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი - ბიაბიანი (66. ვალიანი), მორონე, ჟადიდი (82. ბლაზი), მოდესტო (87. სანტაკროჩე) - ჯოვინკო - ფლოკარი.
გოლები: 0:1 გობი (57), 1:1 მასკარა (76), 1:2 მოდესტო (83).
გაფრთხილება: ლავეცი - ბიაბიანი.
კუთხური: 8-0; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 13(5)-3(3); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 48 000
ჩეზენა-ფიორენტინა 0:0
ჩეზენა (4-4-1-1): ანტონიოლი - ჩეკარელი (90. რიჩი), ფონ ბერგენი, ლაურო, როდრიგესი - კანდრევა, გუანა, კანდრევა, ედერი - გეზალი (85. ლივაია) - მუტუ.
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - კასანი, გამბერინი, ნატალი, პასკუალი - ბეჰრამი, მონტოლივო (77. ლიაიჩი), ლაძარი (66. მუნარი) - ჩერჩი, სილვა, იოვეტიჩი.
გაფრთხილება: გეზალი - კასანი, მონტოლივო, მუნარი, ლიაიჩი.
გაძევება: მუტუ (77).
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 10(3)-13(7); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 16 000
ატალანტა-უდინეზე 0:0
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო, მანფრედინი (25. კაპელი), ლუკინი, პელუზო - შელოტო (84. მარილუნგო), ჩიგარინი, პადოინი, ბონავენტურა - მორალესი (68. ტირიბოკი) - დენისი.
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი - ბასტა, პინცი, ისლა, ასამოა, ნეუტონი - ტორჯე (66. აბდი), დი ნატალე (84. ფლორო ფლორესი).
გაფრთხილება: შელოტო, ჩიგარინი, მარილუნგო - ჰანდანოვიჩი.
გაძევება: პინცი (63).
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 11(3)-5(1); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 21 000
კალიარი-სიენა 0:0
კალიარი (4-3-3): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი - რიბეირო, კოსუ (57. იბარბო), ლარივეი (58. ნენე).
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო - გროსი (46. მანინი), გაცი (74. დაგოსტინო), ვერგასოლა, რეჯინალდო (65. დესტრო) - კალაიო, ბრიენცა.
გაფრთხილება: კანინი - როსეტინი, კალაიო, მანინი.
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 10(6)-4(2); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 16 000
კიევო-იუვენტუსი 0:0
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - სარდო (72. ფრეი), ცეზარი, მორერო (69. მანდელი), იოკიჩი - ბრედლი, რიგონი, ჰეტემაი - სამარკო (60. კრუსადო) - პელისიერი, თერეუ.
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პირლო, ვიდალი - მარკიზიო (70. დელ პიერო), კრასიჩი (56. ჯაკერინი - 80. ესტიგარიბია), პეპე - ვუჩინიჩი.
გაფრთხილება: სორენტინო, მორერო, ბრედლი, სამარკო, თერეუ, მანდელი - კიელინი, პეპე.
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 3(2)-8(2); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 19 000
ჯენოა-ლეჩე 0:0
ჯენოა (4-4-2): ფრეი - დაინელი, როსი, კალაძე, ანტონელი - ბირსა (77. იანკოვიჩი), კუჩკა (63. ხორკერა), ველოზო, მერკელი - პალასიო, კარაჩოლო.
ლეჩე (4-3-3): ბენასი - ოდო, ტომოვიჩი, ესპოზიტო, მესბა - შტრასერი, ობოდო, ჯაკომაცი - გროსმიულერი (82. ბერტოლაჩი), ოფერე (70. კორვია), პასკუატო (59. კუადრადო).
გაფრთხილება: კარაჩოლო, ხორკერა - ბენასი, ტომოვიჩი, შტრასერი, ჯაკომაცი.
გაძევება: კალაძე (79).
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 9(6)-5(1); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 24 000
ნოვარა-ბოლონია 0:2
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი (42. ფონტანა) - მორგანელა, პაჩი, ლუდი, ჯემიტი - მარიარანი, პორკარი (66. გრანოჩე), რიგონი - პინარდი (25. რადოვანოვიჩი) - მორიმოტო, მეჯორინი.
ბოლონია (4-3-2-1): ალიარდი - რაჯი, პორტანოვა, ჩერუბინი, მორლეო - პულცეტი, მუდინგაი, კონე - აკვაფრესკა (77. ხიმენესი), დიამანტი (19. რამირესი) - დი ვაიო (75. კაზარინი).
გოლები: 0:1 რამირესი (45), 0:2 აკვაფრესკა (64).
გაფრთხილება: რადოვანოვიჩი - რაჯი, კონე.
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 4-8; კარში დარტყმა: 8(2)-7(6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 11 000
ლაციო-რომა 2:1
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, რადუ (46. ლულიჩი) - გონსალესი (60. მაური), ბროკი (75. მათუზალემი), ლედესმა - ერნანესი - სისე, კლოზე.
რომა (4-3-3): ლობონტი - როზი (38. კასეტი), ჰაინცე, კიაერი, ანხელი - გაგო, დე როსი, პეროტა (53. ბურდისო) - პიანიჩი, ოსვალდო, ბოიანი (74. პიზარო).
გოლები: 0:1 ოსვალდო (5), 1:1 ერნანესი (51-პენ.), 2:1 კლოზე (90).
გაფრთხილება: ბროკი, სისე - დე როსი, პეროტა, ოსვალდო, კასეტი.
გაძევება: კიაერი (50) - რეია (90).
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 13(4)-5(3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 55 000
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 6 3 3 0 9-3 12
2. უდინეზე 6 3 3 0 7-1 12
3. კალიარი 6 3 2 1 8-5 11
4. ლაციო 6 3 2 1 9-7 11
5. ნაპოლი 6 3 1 2 10-5 10
6. პალერმო 6 3 1 2 9-9 10
7. კიევო 6 2 3 1 6-5 9
8. კატანია 6 2 3 1 7-8 9
9. პარმა 6 3 0 3 8-11 9
10. რომა 6 2 2 2 7-6 8
11. ფიორენტინა 6 2 2 2 6-4 8
12. ჯენოა 6 2 2 2 9-8 8
13. მილანი 6 2 2 2 8-8 8
14. სიენა 6 1 3 2 4-4 6
15. ატალანტა 6 3 2 1 8-7 5
16. ნოვარა 6 1 2 3 10-12 5
17. ინტერი 6 1 1 4 8-13 4
18. ბოლონია 6 1 1 4 4-10 4
19. ლეჩე 6 1 1 4 3-9 4
20. ჩეზენა 6 0 2 4 2-7 2
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
მომდევნო ტური
22 ოქტომბერი: ფიორენტინა-კატანია, იუვენტუსი-ჯენოა.
23 ოქტომბერი: ლეჩე-მილანი, კალიარი-ნაპოლი, ინტერი-კიევო, პარმა-ატალანტა, რომა-პალერმო, სიენა-ჩეზენა, უდინეზე-ნოვარა, ბოლონია-ლაციო.
ბომბარდირები: 5 - პალასიო (ჯენოა), ჯოვინკო (პარმა); 4 - დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე); 3 - მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი), ოსვალდო (რომა), რიგონი (ნოვარა), ჩერჩი (ფიორენტინა), კლოზე (ლაციო), კავანი (ნაპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"