რობინიო: ძნელია ფეხბურთს გვერდიდან უყურო

AutoSharing Option
"მილანის" თავდამსხმელმა რობინიომ იტალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში "პალერმოსთან" (3:0) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდა.

"ძნელია ფეხბურთს გვერდიდან უყურებდე და ხვდებოდე, რომ თანაგუნდელებს ვერ დაეხმარები. მიხარია, რომ დავრუნდი და გოლის გატანა მოვახერხე. ზაფხული ძალიან რთული გამოდგა, რადგან ტრავმებმა შემაწუხა, თუმცა ახლა მწყობრში ვარ და მოედანზე მთელი 90 წუთის გატარება შემიძლია. შეხვედრაში იმიტომ შემცვალეს, რომ ბარათი მქონდა მიღებული.

ვცდილობ მწვრთნელის დავალება - კასანოსთან და იბრაჰიმოვიჩთან ახლოს თამაში, ბოლომდე შევასრულო. ვიცი, რომ გუნდში მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ, როგორც ნებისმიერი ფეხბურთელი. ყველას გვინ
და მოგება და იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ. ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგაში "ბატესთან" მატჩისთვის მოვემზადებით", - განაცხადა რობინიომ.

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული