"ძნელია ფეხბურთს გვერდიდან უყურებდე და ხვდებოდე, რომ თანაგუნდელებს ვერ დაეხმარები. მიხარია, რომ დავრუნდი და გოლის გატანა მოვახერხე. ზაფხული ძალიან რთული გამოდგა, რადგან ტრავმებმა შემაწუხა, თუმცა ახლა მწყობრში ვარ და მოედანზე მთელი 90 წუთის გატარება შემიძლია. შეხვედრაში იმიტომ შემცვალეს, რომ ბარათი მქონდა მიღებული.
ვცდილობ მწვრთნელის დავალება - კასანოსთან და იბრაჰიმოვიჩთან ახლოს თამაში, ბოლომდე შევასრულო. ვიცი, რომ გუნდში მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ, როგორც ნებისმიერი ფეხბურთელი. ყველას გვინ
მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით