კონტე: "იუვენტუსის" მოთამაშეებმა "დიდი გუნდის" მენტალიტეტი დაიბრუნეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "კიევოსთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტურინში მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ გუნდში ბევრი რამ შეცვალა და "ბებერმა ქალბატონმა" იცის, საით ისწრაფოს.

"დიდი გუნდის" მენტალიტეტი დაგვიბრუნდა, მაგრამ მუშაობა გვჭირდება, რათა ნამდვილად დიდი გუნდი გავხდეთ. სამი თვის მანძილზე თამაშის მთელი სისტემა შევცვალეთ და მეტოქეებს ჩვენ თამაშს უფრო ხშირად ვკარნახობთ. მართალია, მუდამ ვერ ვიგებთ, მაგრამ ყოველ მატჩში მოსაგებად გავდივართ. თუმცა ხანდახან ფიზიკურად ძლიერ გუნდს გადავეყრებით ხოლმე, ისეთს, როგორიც "კიევოა", - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ექვსი ტურის შემდეგ "იუვენტუსი" იტალიის
ჩემპიონატს 12 ქულით ლიდერობს.

მომზადებულია Soccerway-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული