ტოტი "პალერმოსა" და "ჯენოასთან" მატჩებს გამოტოვებს
AutoSharing Option
"რომას" 35 წლის ფორვარდი და კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, რომელიც 2 ოქტომბერს, "ატალანტასთან" მატჩში დაშავდა და რომაული დერბი გამოტოვა, თავისი გუნდის კიდევ ორ შეხვედრას დააკლდება.
ტოტი ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა და "პალერმოსა" და "ჯენოასთან" ვერ ითამაშებს.
"მგლების" სიმბოლოს დაბრუნება 29 ოქტომბერს "მილანთან" მატჩში იგეგმება.