სნეიდერი: წარუმატებელი სტარტის გამო არ ვნერვიულობ

AutoSharing Option
"ინტერის" ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი დარწმუნებულია, რომ ფანების წინაშე ახლო მომავალში ის გუნდი წარსდგება, რომელმაც ორის წლის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"ჩვენ ისევ ის გუნდი ვართ, რომელიც ორი წლის წინ ტიტულებს იგებდა. სიმართლე გითხრათ, არ ვნერვიულობ სეზონში წარუმატებელი სტარტის გამო, რადგან თანაგუნდელების მჯერა. თამაშის გაუმჯობესებაზე მუშაობა არ უნდა შევწყვიტოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

რათქმაუნდა, 6 მატჩში ოთხი ქულა კარგი შედეგი არაა, მაგრამ ყოველ შეხვედრაში თუ მოვიგეთ, წარუმატებელ სტარტს ყველა მალე დაივიწყებს.

უბრალოდ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და შედეგიც არ დააყოვნებს. ძნელია
თუ არა თამაში, როცა ამდენი გაკრიტიკებს? ჩემ მაგალითს გეტყვით - კარიერაში რამდენიმე საუკეთესო მატჩი ზუსტად იმ დროს ჩავატარე, როცა კრიტიკის ქარცეცხლში ვიყავით", - განაცხადა სნეიდერმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული