სანამ სიტყვას "ინტერის" პრეზიდენტს გადავცემდეთ, დავძინოთ, რომ იტალიურ საფეხბურთო პრესაში აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ "ნერაძურის" სპორტული დირექტორი მარკო ბრანკა ზამთარში მადრიდის "რეალში" გადაბარგებას აპირებს. მორატი ამ საკითხსაც შეეხო და უმჯობესია, სიტყვა სწორედ მას გადავცეთ:
"როდესაც გუნდი ამდენი ხანია წარუმატებლად ასპარეზობს, რთულია არ შეშფოთდე და გამოსავალზე არ დაიწყო ფიქრი. ერთი ცხადია, მთავარ მწვრთნელს ვერ
ბევრს მიაჩნია, რომ სატრანსფერო ბაზარზე არ ვიაქტიურეთ, მაგრამ ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები - ჩვენ არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გადავიბირეთ და გადავწონეთ ის დანაკლისი, რაც სამუელ ეტოოს წასვლით მივიღეთ. ამაში რანიერიც დამეთანხმა, რომელსაც არაერთხელ ვესაუბრე და ვიცი, რომ ძალიან კმაყოფილია მის ხელთ არსებული კონტიგენტით. გამომდინარე აქედან, იმედს არ ვკარგავ, რომ ვითარება უმოკლეს დროში გამოსწორდება.
რაც შეეხება მარკო ბრანკას "რეალში" შესაძლო გადაბარგების თემას, ამ ამბავმა ჩემამდეც მოაღწია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჯერ ბოლომდე არ ვარ ინფორმირებული. მარკოსთან ახლო მომავალში ვაპირებ დალაპარაკებას და ყველაფერს გავარკვევ. ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ არჩევანი გააკეთოს და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, სამუშაო გარემო გამოიცვალოს. თუმცა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბრანკა ჩვენთან დარჩება".
პრესასთან გასაუბრება "ინტერის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვესლი სნეიდერმაც გადაწყვიტა და შემდეგი განაცხადა: "სიმართლე გითხრათ, არ ვნერვიულობ სეზონის ჩაგდებულ სტარტზე, რადგან ჩვენ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მდგომარეობის გამოსასწორებლადაც უამრავი დრო გვაქვს. "ინტერი" დღესაც პრაქტიკულად ის გუნდია, რომელმაც ორი წლის წინ აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო და შესაბამისად, პოტენციალი კვლავაც უდიდესი გააჩნია. ასე რომ, ყურების ჩამოყრა ჩვენი მხრიდან უგუნურება იქნება, მთავარია საკუთარი ძალების ვირწმუნოთ და ყველაფერი კარგად იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"