სკუდეტო? - რატომაც არა

AutoSharing Option
"იუვენტუსისთვის" სეზონის სტარტი წარმატებული გამოვიდა, განვლილ 6 პაექრობაში ტურინულ გრანდს 12 ქულა აქვს და სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს.

"ბიანკონერის" წარმატებულ ასპარეზობას მილანური გრანდების ჩავარდნა კიდევ უფრო ფასეულს ხდის და ეს "იუვეს" თითოეულ ფეხბურთელს ძალიან კარგად ესმის, მათ შორის კლაუდიო მარკიზიოს. "ვეკია სენიორას" ერთ-ერთი ლიდერი "გაძეტა დელო სპორტს" საკმაოდ საინტერესოდ ესაუბრა:

"მართალია, ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ ექვსი ტურია გასული, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა, რომ სატურნირო ცხრილს სათავეში ვუდგავართ. ეს იმას ნიშნავს, რომ
არავისზე ნაკლები გუნდი არ გვყავს და ვალდებულნი ვართ, აღებული ტემპი არ დავაგდოთ. მომდევნო ორ პაექრობას საკუთარ მოედანზე ვატარებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ექვს ქულას ჩავიწერთ აქტივში. ეს შესანიშნავი შანსია იმის, რომ მდევრებს გვარიანად გავუსწროთ, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული