ანიელიმ განაცხადა, რომ "ბებერ ქალბატონში" გატარებული მიმდინარე სეზონი მოთამაშისთვის უკანასკნელი იქნება.
ჟურნალისტებმა დელ პიერო მილანში საქველმოქმედო სადილის დროს მოიხელთეს.
"თქვენ მართლა რაიმე კომენტარს ელით? ახლა მხოლოდ ორი სიტყვის თქმა შემიძლია: "გემრიელად მიირთვით!" - განაცხადა დელ პიერომ .
სავარაუდოდ, მოთამაშე ოფიციალურ განცხადებას დღეს 19 ოქტომბერს გააკეთებს.
მომზადებულია Calcio News 24-ის მიხედვით