დელ პიერო: ახლა შემიძლია მხოლოდ "გემრიელად მიირთვით" გითხრათ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის სიტყვების კომენტარზე უარი თქვა.

ანიელიმ განაცხადა, რომ "ბებერ ქალბატონში" გატარებული მიმდინარე სეზონი მოთამაშისთვის  უკანასკნელი იქნება.

ჟურნალისტებმა დელ პიერო მილანში საქველმოქმედო სადილის დროს მოიხელთეს.

"თქვენ მართლა რაიმე კომენტარს ელით? ახლა მხოლოდ ორი სიტყვის თქმა შემიძლია: "გემრიელად მიირთვით!" - განაცხადა დელ პიერომ .
სავარაუდოდ, მოთამაშე ოფიციალურ განცხადებას დღეს 19 ოქტომბერს გააკეთებს.

მომზადებულია Calcio News 24-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული