ჩემპიონთა ლიგა
გასულ სეზონში, ყველაზე რთული პერიოდი მაშინ გვედგა, როდესაც კიევში "დინამოსთან" წავაგეთ და ფაქტობრივად გამოვეთიშეთ ლიგის თასისთვის ბრძოლას. თუმცა, შემდეგ ყველა დარჩენილი თამაში მოვიგეთ და პლეიოფშიც გავედით. აქედან გამომდინარე, "ტრაბზონსფორთან" განცდილი მარცხის შემდეგ, არ შემშინებია და მომდევნო პაექრობებს სრულიად მშვიდად დაველოდე. საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ და სატურნირო ცხრილს სათავეში ვუდგავართ.
დარწმუნებული ვარ, ჯგუფურ ტურნირს წარმატებით დავძლევთ, შემდეგ კი არავის ვუსურვებდი ჩვენთან შეხვედრას.
სერია A
რატომღაც ბევრმა ჩამოგვწერა, არადა, ჩემპიონატის დაწყებიდან სულ რაღაც ექვსი ტურია გასული და ყველაფერი წინ არის. უამრავი მაგალითი შემიძლია გითხრათ, როდესაც გუნდმა ტურნირი წარუმატებლად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ამოქაჩა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.
საკმარისია ოთხი-ხუთი შეხვედრა მიჯრით მოვიგოთ და კვლავ სკუდეტოს მაძიებელთა შორის მოვხვდებით.
უახლოეს შეხვედრას "კიევოსთან" ვატარებთ და ძალიან კარგი შანსი გვაქვს წარმატებული სერიის დასაწყებად. ჩვენ შესაძლებლობებში ბოლომდე ვარ დარწმუნებული და მჯერა, აღმასვლა სწორედ მომდევნო პაექრობიდან დაიწყება. შემდეგ კი ყველა უნდა გვიფრთხილდეს, რადგან კარგ ფორმაში მყოფი "ინტერის" შეჩერება ურთულესი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"