კლოზე: ნაციზმთან არაფერი მაკავშირებს

AutoSharing Option
ცნობილი ამბავია, რომ "ლაციო" ბენიტო მუსოლინის საყვარელი გუნდი გახლდათ და "ბიანკოჩელესტეს" მხურვალედ გულშემატკივრობდა. იმ პერიოდიდან, როდესაც იტალიას დუჩე მართავდა, დიდი დრო გავიდა, მაგრამ "ლაციოს" გულშემატკივრები დღემდე ვერ ივიწყებენ მუსოლინის და როგორც ჩანს, სწორედ მის საპატივსაცემოდ იყენებენ ძალიან ხშირად ნაცისტურ სიმბოლიკებს. ამის გამო, რომაული კლუბი არაერთხელ დაჯარიმებულა, თუმცა საქმეს ვერც ეს შველის.

ბოლოს, ასეთ ინციდენტს რომაულ დერბიზე ჰქონდა ადგილი, როდესაც ტრიბუნებზე მყოფმა რამდენიმე ტიფოზმა მიროსლავ კლოზეს ბანერი გამოუკიდეს - აღნიშნულ ბანერზე ნაცისტური შრიფტით, გერმანულ ენაზე გახლდათ მიწერილი: KLOSE MIT UNS, ანუ
კლოზე ჩვენთან არის.

ბუნებრივია, ამ ამბავს იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჟურნალისტები აზრს თავად მიროსაც დაეკითხნენ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კლოზემ თავი შორს დაიჭირა ნაცისტური მოძრაობისგან, თუმცა არც ქომაგთა კრიტიკით გამოუდია თავი - ანუ, როგორც ჩვენში იტყვიან: არც მწვადი დაწვა და არც შამფური:

"ვერ გეტყვით რა ბანერი გამოკიდეს ტრიბუნებზე, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: არავითარი კავშირი ნაცისტურ მოძრაობასთან არ მაქვს. რაც შეეხება გულშემატკივრებს, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ტრიბუნებიდან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. დანარჩენი ჩემი საქმე არ არის და ვერც ვერავის ვუკარნახებ როგორ იცხოვროს, ვინ უყვარდეს და ვინ არა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული