ბოლოს, ასეთ ინციდენტს რომაულ დერბიზე ჰქონდა ადგილი, როდესაც ტრიბუნებზე მყოფმა რამდენიმე ტიფოზმა მიროსლავ კლოზეს ბანერი გამოუკიდეს - აღნიშნულ ბანერზე ნაცისტური შრიფტით, გერმანულ ენაზე გახლდათ მიწერილი: KLOSE MIT UNS, ანუ
ბუნებრივია, ამ ამბავს იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ჟურნალისტები აზრს თავად მიროსაც დაეკითხნენ. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ კლოზემ თავი შორს დაიჭირა ნაცისტური მოძრაობისგან, თუმცა არც ქომაგთა კრიტიკით გამოუდია თავი - ანუ, როგორც ჩვენში იტყვიან: არც მწვადი დაწვა და არც შამფური:
"ვერ გეტყვით რა ბანერი გამოკიდეს ტრიბუნებზე, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: არავითარი კავშირი ნაცისტურ მოძრაობასთან არ მაქვს. რაც შეეხება გულშემატკივრებს, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ტრიბუნებიდან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. დანარჩენი ჩემი საქმე არ არის და ვერც ვერავის ვუკარნახებ როგორ იცხოვროს, ვინ უყვარდეს და ვინ არა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"