როგორც გაირკვა, კანდიდატთა სიის სათავეში "ლილის" ნახევარმცველი ედენ აზარი იმყოფება, შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ჰავბეკი ფრენკ რიბერი მოდის. დელ პიეროს შემცვლელად ტურინელები ასევე "ვილიარეალის" ფორვარდს ჯუზეპე როსის და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს გონსალო იგუაინს მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ დელ პიეროს სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით