ჯოვინკო ზამთარში არ წავა

AutoSharing Option
სებასტიან ჯოვინკო რომ მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, ამის შესახებ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება. "იუვენტუსიდან" "პარმაში" გადასული შემტევი ემილიაში საუკეთესო კუთხით წარმოჩინდა, გოლს გოლზე იტანს და ისედაც, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი გახლავთ.

სებას სატრანსფერო უფლებების ნახევარს დღემდე "იუვენტუსი" ფლობს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯოვინკოს დაბრუნების სურვილი უკვე გამოთქვა ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ. მუსირებს აზრი, რომ სება უკვე ზამთარში დატოვებს "პარმას" და კვლავ შავ-თეთრ ამუნიციას მოირგებს. ეს ინფორმაცია ემილიური კლუბის გენერალურმა დირექტორმა პიეტრო ლეონარდიმ კატეგორიულად უარყო:

"გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჯოვინკო
სეზონის ბოლომდე "პარმას" ღირსებას დაიცავს, აი შემდეგ კი დავსხდებით "იუვენტუსის" მესვეურებთან ერთად და მის ბედს გადავწყვეტთ. ბუნებრივია, მთავარ სიტყვას თავად ფეხბურთელი იტყვის და გავიგებთ, ექნება თუ არა "პარმაში" დარჩენის სურვილი. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ზაფხულში მოხდება და არა ამ ზამთარს, როგორც ამას პრესაში წერენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული