პრინცის მეფური თამაში და "მილანის" საოცარი გამარჯვება

AutoSharing Option
როგორც წესი, ტურის მიმოხილვას შაბათის შეხვედრებით ვიწყებთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირდაპირ კვირაზე უნდა გადავხტეთ და "სტადიო ვია დელ მარეზე" განვითარებულ მოვლებზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ეს არენა ლეჩეში მდებარეობს, სადაც ადგილობრივმა გუნდმა იტალიის მოქმედი ჩემპიონი "მილანი" მიიღო და იქ ამბები დატრიალდა, სიტყვებით რთული გადმოსაცემია....

"ლეჩემ" პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარა და მრისხანე მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლები ელვის სისწრაფით ანვითარებდნენ იერიშებს მეტოქის კართან, რამაც სტუმართა უკანახაზელებში დისონანსი შეიტანა. მასპინძელთა გოლების აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ პირველი
გოლისას დაცვის ცენტრი ჩავარდა, მეორეჯერ კრიატიან აბიატიმ დაუშვა შეცდომა, როდესაც არააუცილებელი თერთმეტმეტრიანი აკიდა, მესამე გოლი კი ლუკა ანტონინის ბავშვურ შეცდომას მოჰყვა, რომელმაც მეტოქე შემტევი კიპერის პირისპირ შეჰყარა.

მთავარი მოვლლენები მეორე ტაიმში განვითარდა - მასიმილიანო ალეგრიმ შესვენებაზე ორი ცვლილება განახორციელა და თამაშში ალბერტო აკვილანი-კევინ პრინს ბოატენგის ნახევარმცველთა ტანდემი ჩართო. ამ უკანასკნელმა მართლაც, რომ საოცრებები ჩაიდინა - მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და პრაქტიკულად მარტომ გადაარჩინა თამაში.

კევინმა პირველი ორი გოლი უძლიერესი და უზუსტესი დარტყმებით გაიტანა, თანაც ისე რომ ბურთი ორივეჯერ ცხრიანში გაეხვა, მესამეჯერ კი ბურთი დაბალ კუთხეში შეგორდა. აქვე, გავიხსენოთ, რომ ბოატენგმა ჩემპიონთა ლიგის პაექრობაში "ბატესაც" გაუტანა შორი მანძილიდან - როგორც ჩანს, განელი ოპტიმალურ ფორმაშია და რაც მთავარია, პროგრესირებას განაგრძობს. ფაქტია, რომ ეს ერთი შეხედვით არცთუ ტექნიკური მოთამაშე, უდიდესი გუნდის, "მილანის" ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება.

მეოთხე გოლი თამაშის დასრულებამდე შვიდი-რვა წუთით ადრე გავიდა და მრავალსვლიან კომბინაციას მოჰყვა, რომელიც მარიო იეპესის ძალზედ ეფექტური თავური დარტყმით დაგვირგვინდა. იეპესი არცთუ დამაჯერებელი გახლდათ უშუალო მოვალეობების შესრულებისას, ალბათ დაბალ შეფასებებსაც მიიღებდა იტალიელი ჟურნალისტებისგან, მაგრამ ამ ერთი გოლით ყველაფერი გადაწონა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ შეიძლებოდა შეხვედრა კიდევ უფრო უხვგოლიანი გამოსულიყო, რადგან ფორვარდებმა კიდევ არაერთი მომენტი შექმნეს როგორც ერთ, ისე მეორე კართან. ერთი სიტყვით, "ვია დელ მარეზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა ნამდვილად ფეერიული თამაში იხილეს.

მატჩის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ ემოციები ვერ დამალა და სიხარული ჟურნალისტებს გაუზიარა:
"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით, ამ წუთას ამაზე ფიქრიც კი არ მინდა და მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით ვტკბები. ეს საოცარი თამაში იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კევინ პრინც ბოატენგი, რომელმაც უდიდესი ენერგია ჩადო ერთ ტაიმში და შეხვედრის ბედი საჩვენოდ შემოატრიალა. თუმცა, არც სხვებს მინდა გარჯა დავუკარგო, თითოეულ შეგირდს უდიდესი მადლობა ამ შთამბეჭდავი მოგებისთვის".

მოკლედ, ლეჩეში დიდი ამბები დატრიალდა და ამ თამაშს ტურის შეჯამებაში აუცილებლად მივუბრუნდებით, იქამდე კი ორიოდე სიტყვა სხვა შეხვედრებზეც უნდა ვთქვათ.

"იუვენტუსმა" "ჯენოა" მიიღო და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. ტურინელებმა ორი ქულა დაკარგეს და არა იმიტომ, რომ გენუელებმა ითამაშეს საუცხოოდ, უფრო იმის გამო, რომ მასპინძლები არ ვარგოდნენ არაფრად. ალესანდრო მატრის დუბლს ჯერ როსიმ, შემდეგ კი კარაჩოლომ უპასუხეს, რამაც სტუმართათვის სასურველი საყაიმო შედეგი დააფიქსირა. მართალია, "იუვე" ჯერ კიდევ ლიდერთა შორის გახლავთ სატურნირო ცხრილში და მხოლოდ "უდინეზეს" ჩამორჩება, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ტურინელებს ნელნელა ჩამოჩოჩება მოუწევთ. ყველაზე უფრო საკვირველი ის გახლავთ, რომ 2:2-ის შემდეგ, "იუვე" ხეირიანად ვეღარც გადავიდა მეტოქის ნახევარზე და მესამე გოლის გატანის შანსი ისევ სტუმრებს ჰქონდათ. ანტონიო კონტეს პირველად დაატყდა თავს სერიოზული კრიტიკა, რაც არ გვიკვირს, რადგან "ბიანკონერიმ" შესაძლოა უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში.

ჩემპიონატის ლიდერი, "უდინეზე" ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ ფრიულელებმა საკუთარ კედლებში "ნოვარა" დაიბრიყვეს. სამი უპასუხო გოლიდან ორი ანტონიო დი ნატალეზე მოდის, რომელიც ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა და როგორც ჩანს, კვლავაც მთავარი გოლეადორის სტატუსს უმიზნებს.

უფრო მოკრძალებული ანგარიშით გაიმარჯვა "ინტერმა", მოუგო რა "კიევოს" საკუთარ მოედანზე 1:0. ერთადერთი გოლის ავტორი ტიაგო მოტა გახლავთ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გუნდისთვის მეტად საჭირო ფეხბურთელია. ვინ მოთვლის, უკვე მერამდენედ ხდება, რომ მოტას "ინტერისთვის" სამი ქულის მომტანი გოლი გააქვს, მერედა როგორ სჭირდებოდა ლამის გასავარდნ ზონაში მყოფ მილანურ გრანდს ეს სამი ქულა.მატჩის შემდეგ, კლაუდიო რანიერიმ შეგირდების თამაშით კმაყოფილება გამოხატა:

"მართალია, ჯერ კიდევ შორს ვართ ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ გაცილებით უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე წინა პაექრობებში. ეს უკვე პროგრესია, რაც ძალიან მახარებს. ტრავმირებული ფეხბურთელები გვიბრუნდებიან, რაც მომავალი წარმატებების მთავარი პირობაა. პირადად მე, უკვე მომდევნო მატჩზე ვფიქრობ, რომელშიც აუცილებლად სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ. როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, ქულების განიავების უფლება აღარ გვაქვს".

მინიმალური ანგარიშით მოიგო "რომამ" და ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ერთადერთი გოლი ერიკ ლამელამ მიითვალა აქტივში. არგენტინელისთვის ეს პირველი შედეგიანი დარტყმა გახლავთ ახალი გუნდის შემადგენლობაში და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მეტად ეფექტური - ერიკმა მარჯვენა ფრთაზე მიიღო ბურთი, ერთი მეტოქე ჩამოიცილა, მარცხენა ფეხზე მოირგო ბურთი და ძლიერი დარტყმით "პალერმოს" კიპერი უშანსოდ დატოვა. დიახ, "რომამ" სიცილიური გუნდი მიიღო და ამ ერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ "ატალანტამ" საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი "პარმა" დაჯაბნა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში - რომ არა საჯარიმო სანქციები და დაკლებული ექვსი ქულა, ეს გუნდი დღეს მესამე ადგილზე იქნებოდა სატურნირო ცხრილში.

სერია A. VIII ტური
ფიორენტინა-კატანია 2:2
ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - დე სილვესტრი, გამბერინი, ნატალი, პასკუალი - ბეჰრამი, მონტოლივო, მუნარი - ჩერჩი (73. რომულო), სილვა (84. ჯილარდინო), იოვეტიჩი (62. მუნიტო).
კატანია (4-4-2): ანდუხარი - სპოლი, ბელუში, ლეგროტალიე, ისკო - ალმირონი (80. ბარიენტოსი), ლოდი, დელ ვეკიო, მარკეზე (72. ლანცაფამე) - მაქსი ლოპესი, კატელანი (64. ბერგესიო).
გოლები: 1:0 იოვეტიოჩი (20), 1:1 დელ ვეკიო (43), 2:1 იოვეტიჩი (62), მაქსი ლოპესი (90).
გაფრთხილება: მონტოლივო - სპოლი.
გაძევება: მიხაილოვიჩი (90).
კუთხური: 6-10; ჯარიმა: 16-19; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 11(5)-10(3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 19 000

იუვენტუსი-ჯენოა 2:2
იუვენტუსი (4-2-3-1): სტორარი - ლიხტშტაინერი, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პირლო, მარკიზიო - ესტიგარიბია (67. პაციენცა), პეპე (90. დელ პიერო) - ვუჩინიჩი (83. კრასიჩი), მატრი.
ჯენოა (4-4-2): ფრეი - დაინელი, მორეტი, მესტო, ანტონელი - როსი (83. ხორკერა), სეიმური (67. კუჩკა), ველოზო, მერკელი - პალასიო, იანკოვიჩი (62. კარაჩოლო).
გოლები: 1:0 მატრი (6), 1:1 როსი (31), 2:1 მატრი (58), 2:2 კარაჩოლო (85).
გაფრთხილება: პირლო, მარკიზიო - სეიმური, მესტო, პალასიო, დაინელი, ველოზო.
კუთხური: 9-8; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16(7)-8(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 40 000

ლეჩე-მილანი 3:4
ლეჩე (4-3-3): ბენასი - ოდო, ტომოვიჩი, ესპოზიტო, მესბა - შტრასერი, ობოდო, ჯაკომაცი - გროსმიულერი (59. ბერტოლაჩი), კორვია (73. ჯანდონატო), კუადრადო (81. ოფერე).
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, იეპესი, ანტონინი - ნოჩერინო, ვან ბომელი, ამბროზინი (46. აკვილანი) - რობინიო (46. ბოატენგი) - კასანო (89. ელ შაარავი), იბრაჰიმოვიჩი.
გოლები: 1:0 ჯაკომაცი (4), 2:0 ოდო (30-პენ.), 3:0 გროსმიულერი (37), 3:1 ბოატენგი (49), 3:2 ბოატენგი (55), 3:3 ბოატენგი (63), 3:4 იეპესი (83).
გაფრთხილება: ოდო, კორვია, ბენასი, ესპოზიტო (ლეჩე).
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-22; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 9(6)-10(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 18 000

რომა-პალერმო 1:0
რომა (4-3-3): სტეკელენბურგი - კასეტი, ბურდისო, ჟუანი (79. ჰაინცე), ანხელი - გაგო, დე როსი, პიზარო - ბორიელო (70. პეროტა), ოსვალდო, ლამელა (83. ბოიანი).
პალერმო (4-4-2): ცორვასი - პიზანო, სილვესტრი, მილიაჩო, ბალცარეტი - ასკუა (83. მიკოლი), ბარეტო, დელა როკა (54. ჩეტო), ზაჰავი (73. ილიჩიჩი) - ერნანდესი, პინილია.
გოლი: 1:0 ლამელა (7).
გაფრთხილება: პიზარო, გაგო - ერნანდესი, დელა როკა, მილიაჩო.
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14(2)-10(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 34 000

კალიარი-ნაპოლი 0:0
კალიარი (4-3-3): აგაცი - პიზანო (87. პერიკო), კანინი, ასტორი (20. არიაუდო), აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი - რიბეირო (78. იბარბო), კოსუ, ნენე.
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, ფერნანდესი, არონიკა - ჯემაილი, დოსენა, გარგანო (71. ინლერი), ცუნიგა - სანტანა (68. მაჯო), ლავეცი (55. ჰამშიკი) - კავანი.
გაფრთხილება: ნენე, კონტი, კოსუ - ლავეცი.
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 12-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8(2)-8(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 11 000

ინტერი-კიევო 1:0
ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, კივუ, ნაგატომო - ძანეტი, კამბიასო, მოტა - სნეიდერი (68. სტანკოვიჩი) - სარატე (89. ობი), პაცინი (79. კასტაინოსი).
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ცეზარი, მორერო, იოკიჩი - ბრედლი, ვაჩეკი, ჰეტემაი (76. თერეუ) - კრიზადო - პელისიერი, პალოსკი (66. მოსკარდელი).
გოლი: 1:0 მოტა (34).
გაფრთხილება: მოტა, მაიკონი - იოკიჩი, ვაჩეკი.
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 17(6)-6(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 57 000

პარმა-ატალანტა 1:2
პარმა (4-4-1-1): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი - ბიაბიანი (68. ვალიანი), მორონე, ჟადიდი, მოდესტო (73. ვალდესი) - ჯოვინკო - ფლოკარი (53. პელე).
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი - მაზიელო, კაპელი, ლუკინი, პელუზო - შელოტო (85. ბელინი), ჩიგარინი (74. კარმონა), პადოინი, ბონავენტურა (81. ბრიგი) - მორალესი - დენისი.
გოლები: 0:1 მორალესი (55), 0:2 მორალესი (58), 1:2 ვალდესი (81).
გაფრთხილება: პელე, ლუკარელი - ლუკინი, პადოინი.
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 7(2)-7(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 14 000

სიენა-ჩეზენა 2:0
სიენა (4-4-2): ბრკიჩი - ვიტიელო, როსეტინი, ტერცი, დელ გროსო - მანინი (79. კონტინი), გაცი, დაგოსტინო (71. ვერგასოლა), ბრიენცა - კალაიო, გონსალესი (68. ანჯელო).
ჩეზენა (4-4-1-1): ანტონიოლი - ჩეკარელი, ფონ ბერგენი, ლაურო, როდრიგესი - კანდრევა, გუანა (59. ლივაია), ედერი, პაროლო - გეზალი (46. მალონგა) - ბოგდანი (88. ჯოკოვიჩი).
გოლები: 1:0 გონსალესი (9), 2:0 კალაიო (54).
გაფრთხილება: როსეტინი - კანდრევა.
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 19-8; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 10(4)-7(1); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 11 000

უდინეზე-ნოვარა 3:0
უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, დანილო, დომიცი (87. ნეუტონი) - ფერონეტი (78. ეკსტრანდი), ბადუ, ისლა, ასამოა, არმერო - ტორჯე (73. ფლორო ფლორესი), დი ნატალე.
ნოვარა (4-3-1-2): უიკანი - დელა ფიორე, პაჩი, ჩენტურიონი, გარსია - რადოვანოვიჩი, პორკარი, რიგონი (64. ჯემიტი) - პინარდი - მორიმოტო (60. გრანოჩე), პეშე (50. მეჯორინი).
გოლები: 1:0 დი ნატალე (33), 2:0 დომიცი (39), 3:0 დი ნატალე (49).
გაფრთხილება: ასამოა - პორკარი, მორიმოტო.
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 8(4)-10(5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 16 000

ბოლონია-ლაციო 0:2
ბოლონია (4-3-2-1): ალიარდი - რაჯი, პორტანოვა, ჩერუბინი, მორლეო - კაზარინი (59. კაზარინი), მუდინგაი, კონე (59. პულცეტი) - აკვაფრესკა (80. ვანტაჯატო), რამირესი - დი ვაიო.
ლაციო (4-3-1-2): მარკეტი - კონკო, ბიავა, დიასი, რადუ - ლულიჩი (87. სკული), მათუზალემი (71. კანა), ლედესმა - ერნანესი (64. სკალონი) - სისე, კლოზე.
გოლები: 0:1 აკვაფრესკა (23-საკ. კარში), 0:2 ლულიჩი (48).
გაფრთხილება: ჩერუბინი, რამირესი, პულცეტი, ხიმენესი - ბიავა, დიასი, ლულიჩი.
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10(5)-7(1); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 22 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. უდინეზე 7 4 3 0 10-1 15
2. ლაციო 7 4 2 1 11-7 14
3. იუვენტუსი 7 3 4 0 11-5 13
4. კალიარი 7 3 3 1 8-5 12
5. ნაპოლი 7 3 2 2 10-5 11
6. რომა 7 3 2 2 8-6 11
7. მილანი 7 3 2 2 12-11 11
8. კატანია 7 2 4 1 9-10 10
9. პალერმო 7 3 1 3 9-10 10
10. ფიორენტინა 7 2 3 2 8-6 9
11. სიენა 7 2 3 2 6-4 9
12. ჯენოა 7 2 3 2 11-10 9
13. კიევო 7 2 3 2 6-6 9
14. პარმა 7 3 0 4 9-13 9
15. ატალანტა 7 4 2 1 10-8 8
16. ინტერი 7 2 1 4 9-13 7
17. ნოვარა 7 1 2 4 10-15 5
18. ლეჩე 7 1 1 5 6-13 4
19. ბოლონია 7 1 1 5 4-12 4
20. ჩეზენა 7 0 2 5 2-9 2

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული