იბრაჰიმოვიჩი: ერთადერთი, ვისაც "ლეჩესთან" "მილანის" წარმატებისა სჯეროდა, ალეგრი იყო

AutoSharing Option
"მილანის" ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ლეჩესთან" მატჩში მოპოვებული გამარჯვება ახსნა. "სასწაულის" მთავარ შემოქმედად ის არა სამი გოლის გამტან კევინ პრინს ბოატენგს, არამედ გუნდის თავკაც მასიმილიანო ალეგრის მიიჩნევს.

"გამარჯვება გვსურდა, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ იმედი აღარ შეგვრჩა. ერთადერთი, ვისაც წარმატების სჯეროდა, მწვრთნელი იყო. მან ჩვენი საჭიროებისამებრ განწყობა შეძლო. გამოვედით, ვიბრძოლეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ.

უნდა გვიხაროდეს, სამბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა და მოგება ხომ ძალიან რთული საქმეა", - თქვა შვედმა.

მომზადებულია acmilan.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული