გატუზო მხედველობის პრობლემების გამო კარიერის დასრულებას არ აპირებს

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ პრესკონფერენცია გამართა, რომელიც მის მხედველობის პრობლემას მიეძღვნა. ჰავბეკი მას შემდეგ აღარ თამაშობს, რაც "ლაციოსთან" მეორე ტურის მატჩის შემდეგ მხედველობის გაუარესების გამო ექიმებისთვის მიმართვა მოუხდა.

"ჩემს კარიერაში იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, რომ უარესად ყოფნა შეუძლებელი იყო. მაგრამ ყოველ ჯერზე კალაპოტში ჩადგომას ვახერხებდი. მიმდინარე წელს საქმე უფრო რთულადაა. ჩემთვის მთავარია, არ დავნებდე. ვარჯიში შემიძლია, მაგრამ თამაში ჯერჯერობით არა, ყველაფერს გაორებულად ვხედავ.

50 უთამაშებელი დღის შემდეგ კიდევ ოთხი თვით მოცდაა საჭირო, რათა ოპერაციის ჩატარება შევძლო. ახლა პირველ რიგში არა
ფეხბუთზე, არამედ საკუთარ ცხოვრებაზე ვფიქრობ. თუმცა არც კარიერის დასრულებას ვაპირებ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 Football Italia
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული